A Very Gaga Thanksgiving

A Very Gaga Thanksgiving
ჟანრი საესტრადო შოუ
რეჟისორი ლედი გაგა
მონაწილეობენ ლედი გაგა
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ლედი გაგა,
ვინსეტ ჰერბერტი,
ტროი კარტერი,
მო მორისონი,
რუდი ბერნალი,
დევიდ სალტი,
სტივენ ჯონსონი,
ნიკო რიჩი.
რედაქტორ(ებ)ი მაიკ პოლიტო,
ჯოელ ვირთელი.
ხანგრძლივობა 90 წუთი
ეთერი
ორიგინალური არხი ABC
პირველად ეთერში 24 ნოემბერი, 2011


A Very Gaga Thanksgiving — მადლიერების დღის აღსანიშნავი სპეციალური შოუ, რომელიც თავდაპირველად ეთერში გავიდა 2011 წლის 24 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში არხ ABC-ზე. შოუს ავტორი და რეჟისორი არის ამერიკელი პოპ-მომღერალი ლედი გაგა. გაგა შოუში განიხილავს პირად ცხოვრებას და მის მუსიკას. შოუში ასევე გამოჩნდნენ ამერიკელი ჟურნალისტი ქეით ქურიქი, ამერიკელი შეფ-მზარეული არტ სმიტი რომელმაც გაგასთან ერთად მოამზადა მადლიერების დღის სუფრის განუყრელი კერძი შემწვარი ინდაური, შოუში ასევე გამოჩნდა ლეგენდარულ მომღერალი ტონი ბენეტი რომელთანაც გაგამ პირველად შეასრულა ცოცხლად სიმღერა "The Lady Is a Tramp". გაგამ ასევე შეასრულა ოთხი სიმღერის აკუსტიკური ვერსია თავისი მეორე სტუდიური ალბომიდან "Born This Way" და ორი საშობაო სიმღერა.

სატელევიზიო შოუების კრიტიკოსებმა შოუს მისცეს დადბითი შეფასება და განაცხადეს რომ შოუ იყო მოკრძალებული და გულწრფელი. შოუს თვალს ადევნებდა 5.749 მილიონი მაყურებელი რომელთთა შეფასებით შოუ 5 ბალიანი სისტებიდან მიიღო 1.8. კომპანია Nielson-ის და არხ ABC-ს მონაცემებით შოუ იყო ყველაზე რეიტინგული მადლიერების დღის გადაცემა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ტელე პრემიერამდე გაგამ გამოუშვა EP ალბომი სადაც შესული იყო შოუში შესრულებული ოთხი სიმღერის აუდიო ვერსია, ალბომის სახელწოდებაა A Very Gaga Holiday.


Developed by StudentB